ვლადიმერი

ვლადიმერი (ერისკაცობაში – ვასილ ნიკიფორეს ძე  ბ ო გ ო ი ა ვ ლ ე ნ ს კ ი ) (1. I. 1848, ტამბოვის გუბ., – 1918), საქართველოს IX ეგზარქოსი (1892–98). დაამთავრა კიევის სას. აკადემია. 1888 აღიკვეცა ბერად. მალევე აკურთხეს ეპისკოპოსად. 1891-იდან განაგებდა სამარის ეპარქიას. საქართვ. ეგზარქოსად ყოფნის დროს ვ-ის ინიციატივით დაარსდა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტი, რ-საც თავად თავმჯდომარეობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამისიონერო საქმიანობას. ამ მიზნით თბილ. მოლოკნებით და სხვა სექტანტებით დასახლებულ უბნებში დააარსა სამისიონერო სას.-საგანმან. ძმობა, ააგო ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც გაიხსნა ბ-კა. ასევე ზრუნავდა, სას. სასწავლებლებში სასწ.-აღმზრდელობითი საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ვ-ის ეგზარქოსობის დროს, 1894, ქუთაისში დაარსდა სას. სემინარია. მისი ხელშეწყობით 1894 ქართ. საზ-ბის ერთმა ნაწილმა რუს. სინოდში გაგზავნილი მოხსენებით ამხილა ეგზარქოსების მიერ ქართ. ეკლესიის ჩაგვრა-შევიწროება, მოითხოვდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გაუქმებას, ეპარქიების რაოდენობის გაზრდას და სხვ. 1898 ვ. გადაიყვანეს მოსკ. მიტროპოლიტად. 1912 პეტერბურგის, შემდეგ ლადოგის, 1915-იდან კი უკრაინის ეპარქიას განაგებდა. 1918 კომუნისტებმა წამებით მოკლეს. რუს. ეკლესი-ამ ვ. წმინდანად შერაცხა.

ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი  ე., XIX ს. მეორე ნახევარში საქართველოში მოღვაწე ეგზარქოსები (მოკლე დახასიათება), კრ.: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, VII, თბ., 2004;  ფ ე რ ა ძ ე  ი., საქართველოს ეგზარქოსები, ჟურნ. «მოგზაური», 1901, №5; Православная Богословская энциклопедия или Богословский энциклопедический словарь, т. 4, под ред. А. П. Лопухина, СПб., 1903.

ე. ბუბულაშვილი