ვობი

ვობი, სვანური მითოლოგიით – ჭექა-ქუხილის, მეხთატეხის ღმერთი. იგი ქართ. წარმართული პანთეონის ერთ-ერთი უძველესი სახეა. სვანურსა და მეგრულში აღნიშნავს პარასკევ დღეს (სვ. ვებ-იშ, მეგრ. ვობი-შხა). სვანეთში კარგა ხანს (მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში) იგი უქმედ ითვლებოდა და ყოველგვარი საქმიანობა აკრძალული იყო. ტერმინი „ვობი” ამავე დროს, გამოიყენება რაიმე განსაკუთრებულის აღსანიშნავად, მაგ.: „ხოლა ვობ ესგენე” – „ცუდი ამბავი, დღე დააწია” (არაპირდაპირი თარგმანი). მისი ეტიმოლოგია უცნობია.

ლიტ.: გ ე ლ ო ვ ა ნ ი   ა., მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983; თ ო ფ უ რ ი ა  ვ., ქ ა ლ დ ა ნ ი  მ., სვანური ლექსიკონი, თბ., 2002.

ხ. იოსელიანი