გრიგოლ ასათის ძე, ჰერეთის ერისთავი XII ს. თამარის მეფობის დროს. ეს სახელო მას მამამ, ასათ გრიგოლისძემ, გადასცა მას შემდეგ, რაც თვითონ „იაჯა არიშიანის ადგილისა დაჯდომა სასთაულითა". მონაწილეობდა განძის ლაშქრობაში.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
მ. ზალდასტანიშვილი