ვოლსკაია ანელი ივანეს ასული (26. XII. 1923, თბილისი, – 14. XI. 2009, იქვე), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1944). 1949-იდან მოღვაწეობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინიშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტში (1987-იდან – წამყვანი მეცნ. თანამშრომელი). ვ-ს მეცნ. კვლევის სფერო ძირითადად შუა საუკუნეების ქართ. მონუმენტური მხატვრობა და ქანდაკებაა. ავტორია ნაშრომებისა თანამედროვე სახვითი ხელოვნების შესახებ. ვ-ს ეკუთვნის შუა საუკუნეების ქართ. მხატვრობის სხვადასხვა სკოლის გამოყოფა და კლასიფიკაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ნაშრომები, რ-ებიც ეძღვნება სვანეთისა და დავითგარეჯის ფერწერულ სკოლებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი გამოკვლევა შუა საუკუნეების ქართ. ეკლესიების კანკელების პლასტიკური დეკორის შესახებ. ვ. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნების, აგრეთვე ქართ. და ბიზანტ. ხელოვნების ურთიერთმიმართებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში, ბიზანტინოლოგთა საერთაშ. კონგრესებში.
თხზ.: Рельефы Шиомгвиме и их место в развитии грузинской средневековой скульптуры, Тб., 1957; Росписи средневековых трапезных Грузии, Тб., 1974; Гареджииская живописная школа, კრ.: Средневековое искуство: Русь. Грузия, М., 1978; Живописная школа Сванети, Тб., 1983 (თანაავტ. Н. Аладашвили, Г. Алибегашвили); Le icone della Georgia, წგ.: Le icone, Milano, 1981 Le icone, Milano, 1981 (თანაავტ. G. libegashvili); Le iconi della Georgia, Milano, 1984 (თანაავტ.).
მ. დიდებულიძე