ვოლსკი გრიგოლ იოსების ძე [24. I (5. II). 1859, ქუთაისი, – 5. X. 1909, თბილისი], პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1878–85 სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა), მოსკოვისა და ყაზანის უნ-ტებში ერთდროულად ორ – სამედ. და ფილოლ. – ფაკ-ტზე. 1887 საქართველოში დაბრუნდა, აქტ. მონაწილეობას იღებდა საზ. ცხოვრებაში, დაუახლოვდა „ივერიის” გარშემო შემ-ოკრებილ მოღვაწეებს, განსაკუთრებით – ი. ჭავჭავაძეს. 1888 წ. II ნახ. საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში და რკინიგზის ექიმად დაიწყო მუშაობა. იმავე წელს, ი. ჭავჭავაძის ინიციატივით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წარმომადგენლად დაინიშნა ახალშემოერთებულ აჭარაში. წლების განმავლობაში იყო ბათუმის თვითმმართველობის წევრი და მისი ქართ. ფრთის ლიდერი. ვ-მ დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის აღმშენებლობას, განათლებისა და კულტ. აღორძინებას, ქალაქში ქართ. მენტალიტეტის დამკვიდრებას. ვ-მ ლიტ. მოღვაწეობა 18 წლისამ დაიწყო. ბეჭდავდა პუბლიც.-ლიტ. წერილებს თავდაპირველად „უმწიფარიძის”, ხოლო შემდეგ „იმეს” ფსევდონიმით. პარალელურად ქართულად თარგმნი-და ა. ჩეხოვისა და ჰ. კ. ანდერსენის ნაწარმოებებს, ხოლო რუსულად – ი. ჭავჭავაძის, შ. არაგვისპირელის, ე. გაბაშვილის, დ. მეგრელისა და სხვა ქართვ. მწერალთა თხზულებებს. მის ლექსზე „შენ გეტრფი მარად” მ. ბალანჩივაძემ დაწერა მუსიკა, რ-იც დღემდე ქართ. კლასიკური რომანსის ნიმუშია. ვ-ის საქმიანობას დიდად აფასებდნენ ცნობილი ქართვ. მწერლები და საზ. მოღვაწეები: ი. ზურაბიშვილი, გ. წერეთელი, დ. კლდიაშვილი და სხვ. ვ. დაკრძალულია ბათუმში, ქართ. ეკლესიის ეზოში.
ლიტ.: ზ უ რ ა ბ ი შ ვ ი ლ ი ი., კარგ ქართველთა ხსოვნისათვის, თბ., 2006; კ ო მ ა ხ ი ძ ე თ., ბათუმის ამაგდარნი, ბათ., 1993; ნ ა ც ვ ა ლ ა ძ ე დ., გრიგოლ ვოლსკი, ბათ., 1955; ნ ო ზ ა ძ ე ც., გრიგოლ ვოლსკი, ბათ., 1999.
გ. გ. ლორთქიფანიძე