„ვორირაშა”, სატრფიალო შინაარსის ქართული (სვანური) ხალხური ცეკვა, მკლავებით გადაჭდობილ ქალ-ვაჟთა წყვილები ეწყობიან ნახევარწრეზე და ფეხების გადაჭდობითა და გასმით მოძრაობენ მარჯვნივ, რკალზე, წრის შეუკვრელად. დასასრულს საცეკვაო მოედნის შუაში ცეკვავს ერთი ან რამდენიმე წყვილი. ცეკვას სვანეთში ჯ ა ნ გ ე ლ დ ს ა ც უწოდებენ. ცეკვავენ დღესასწაულებსა და ლხინში ფერხისას სახით, ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით. მუს. ზომა 2/4.
ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2012.
ა. თათარაძე