„ვოსა“, ვ ო ი ს ა, ქართული ხალხური სიმღერა. გავრცელებულია დას. საქართველოში. გურიასა და ბარის აჭარაში სიმღერა საცეკვაოა. 1907 ფირმა „გრამოფონის” მიერ ჩაწერილმა ფირფიტამ შემოგვინახა გიგო ერქომაიშვილის მიერ ნამღერი „ვ-ს” ვარიანტი. სიტყვიერი ტექსტი მთლიანად სამღერისებს ემყარება. ამავე სახელწოდებით ზემო აჭარაში სალხინო სუფრული, ხოლო სამეგრელოში სატრფიალო სიმღერაც არსებობს.
ლიტ.: ე რ ქ ო მ ა ი შ ვ ი ლ ი ა., რ ო დ ო ნ ა ი ა ვ., პირველი ჩანაწერები საქართველოში (1901–1914), თბ., 2006; ჭ ო ხ ო ნ ე ლ ი ძ ე ე., კალანდაძე ნ. (შემდგ.), ქართული ხალხური მუსიკა. სამეგრელო (სანოტო კრებული), ტ. 2, თბ., 2005; Georgian Songs (coll. by E. Garakanidze), Wales, 2004.
ნ. კალანდაძე