ვრაც-დაშტი (სომხ. – ქართველთა ველი), გეოგრაფიული ტერმინი, რ-ითაც ძვ. სომეხი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ ქვემო ქართლის (სომხ. წყაროებით – გუგარქის) ერთ მხარეს, კერძოდ, მდ. დებედის, ხრამის ქვემო წელისა და მათი შენაკადების – ფოლადაურის, მაშავრის, შულავრისწყლის მიმდებარე ტერიტორიას. სომეხი ისტორიკოსის, უხტანესის (X ს.) მიხედვით, ვ.-დ-ში იყო ქვემო ქართლის პიტიახშის – ვარსქენის (V ს.) რეზიდენცია – ცურტავი. აქვე იყო ქართ. და სომხ. წყაროებში მოხსენიებული გაგის ციხე.
დ. მუსხელიშვილი