განათლება. თ-ში პირველი ელემენტარული დაწყებითი სკოლები ეკლესიამონასტრებთან (სიონის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვ.) შეიქმნა. 1755 ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რ-მაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტ. განვითარებაში. 1778 დაარსდა რუს. ენის შემსწავლელი სკოლა. ეს სკოლები განადგურდა 1795, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თ-ის აოხრების დროს.
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1802, თ-ში გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 – თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რ-იც 1830 თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა; 1817 – თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სას. სასწავლებელი (1818), 1824 – ნერსესის სომხური სას. სემინარია, 1836 – სამაზრო სასწავლებელი და თავადაზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხ. სკოლა. 1842 დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 – სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თ-ის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 – წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 – ვაჟთა სამიჯნე სკოლა. XIX ს. 20–40იან წლებში თ-ში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 `საქველმოქმედო საზოგადოებამ” გახსნა პირველი კერძო სკოლა ავლაბარში, 1862–70 – 10 სკოლა, 1862 – 4 სკოლა უღარიბეს ოჯახთა შვილებისათვის (1866–70 დაემატა 5 სკოლა). XIX ს. 60-იან წლებში გაიხსნა ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დ. ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862; ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით), ხლამოვის ვაჟთა (1863), ფავრის ქალთა, ბიუს ვაჟთა, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონები, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რ-ის ბაზაზე ს. მონასტირცევმა და ა. ტერაკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია. 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგ. სკოლა. 1865 გაიხსნა პირველი რეალური სასწავლებელი, ამავე წელს – ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 – ალექსანდრე II-ის სახ. ვაჟთა სამასწავლებლო სკოლა. XIX ს. 80იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა საზ.პედ. მოძრაობა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1879) თაოსნობით. ამ საზბამ 1880 ი. გოგებაშვილის წინადადებით თ-ში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი. 1881 ქალაქის მმართველობამ გახსნა 2 ქართ. დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო. 1909 გაიხსნა თ-ის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915–16თვის ქალაქში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური და 2 კომერციული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოსა და ქალთა ეპარქიული სასწავლებლები, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სას. სემინარია, ამიერკავკ. ქალთა ინტი, ქალთა კომერც. სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვ. 1917 გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1918 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართვ. განათლების სისტემა გახდა ერთიანი საბჭ. საგანმან. სკოლის განუყოფელი ნაწილი. შეიქმნა სახელმწ. საბავშვო ბაღებისა და ბაგაბაღების ქსელი. 1921–31 თ-ში გაიხსნა 140მდე ახ. სკოლა (მ.შ. 4წლიანი დაწყებითი, 7 და 9წლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და 3–4 წლიანი ტექნიკუმები). 1924 თში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექ. ინტი, პედ. ინტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ამიერკავკ. კომუნისტური უნტი), XX ს. 90-იანი წლების დამდეგს – 239 სკოლამდელი დაწესებულება (42,6 ათ. აღსაზრდელი), 232 საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა (181 ათ. მოსწავლე), 19 სამუსიკო სკოლა, მუს. ათწლედი, თის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 41 პროფტექ. სასწავლებელი (16,7 ათ. მოსწავლე), 25 საშ. სპეც. სასწავლებელი (20,4 ათ. მოსწავლე), 11 უმაღლესი სასწავლებელი (65,3 ათ. სტუდენტი); სკოლისგარეშე დაწესებულებები: პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, პიონერთა და მოსწავლეთა 6 სახლი, ნორჩ ტექნიკოსთა 4 სადგური, ნორჩ ნატურალისტთა 2 სადგური, საექსკურსიოტურისტული სადგური, ბავშვთა და მოზარდთა 25 სპორტსკოლა, ბავშვთა საციგურაო სკოლა, საბავშვო სტადიონი, მხატვრული აღზრდის სახლი, ბავშვთა ნახატების მუდმივი გამოფენა, საბავშვო მხატვრული სკოლა. XX ს. 90-იანი წლების პოლიტ. და საზ. ცხოვრების სიძნელეებისა და გარდაქმნათა სირთულეების მიუხედავად, საბაზრო ეკონ. პრინციპები საფუძვლად დაედო განათლების სისტემის ყველა საფეხურზე კერძო დაფინანსების სასწავლებელთა დაარსებასა და სასწ. პროცესის ორგანიზაციის დაახლოებას საერთაშ. სტანდარტების დონესთან. ამოქმედდა 1997 წ. 27 იანვარს მიღებული საქართვ. კანონი განათლების შესახებ, 2005იდან საქართველო გახდა ბოლონიის პროცესის წევრი. 2012 თვის თ-ში იყო 150მდე სკოლამდელი დაწესებულება [საბავშვო ბაღი სახელმწ. (მერიის) დაქვემდებარებაში], 291 ზოგადსაგანმან. სკოლა, 44 საშ. პროფ. სასწავლებელი (15 სახელმწ., 29 კერძო), 15 სამუსიკო სკოლა, მუს. ათწლედი, თის ქორეოგრ. სასწავლებელი; სკოლისგარეშე დაწესებულებები: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სპორტსკოლა, ბავშვთა საციგურაო სკოლა, საბავშვო სტადიონები, სამხატვრო სკოლა (2). თ-ში არის 36 საერო უმაღლესი სასწავლებელი, სას. აკადემია, სას. სემინარია.