ზაალიშვილი ირინე მიხეილის ასული [19. V (1.VI). 1909, გორი, – 6.XI.1976, თბილისი], პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1958), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). 1938 დაამთავრა თსსი, 1955–76 იყო ამავე ინ-ტის პათოლ. ფიზიოლ. კათედრის გამგე, თბილ. პათოფიზიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1960) და თავ-რე (1960–76). სწავლობდა სისხლის მიმოქცევის ფიზიოლ. და პათოლ. მექანიზმებსა და ზოგად კანონზომიერებებს. შეიმუშავა კაპილაროსკოპიული დაკვირვების სქემა და პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსის შესასწავლი ტესტი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: პათოფიზიოლოგიის მოკლე სახელმძღვანელო, თბ., 1937 (თანაავტ.); Нарушение местного кровообращения, წგ.: Многотомное руководство по патологической физиологии, т. З, М., 1966.