ზაგურსკი (Zagórski) ლეონარდ პეტრეს ძე (6.XI. 1827, სოფ. ბაქშინო, ვოლინის გუბერნია, – 1891, თბილისი), რუსი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიისმცოდნე, პედაგოგი, რუსეთის საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის ნამდვ. წევრი (1851-იდან) და მისი კავკ. განყ-ბის საქმეთა მმართველი (1876-იდან). დაამთავრა კიევის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1849). 1850-იდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისში. 1850–70 თბილ. I ვაჟთა გიმნაზიის, ხოლო 1870–88 თბილ. რეალური სასწავლებლის ისტ. მასწავლებელი იყო, 1888–91 – კავკ. მთავარმართებლის სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე. ზ-ს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი შრომები კავკ. ხალხთა ისტ. და ეთნოგრ. საკითხებზე. თანამშრომლობდა კავკ. მუზეუმთან (ამჟამად საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმი). იყო პერიოდული გამოცემების – „Сборник сведений о Кавказе”, „Кавказский календарь”, „Сборник материалов для описания Тифлисской губернии” აქტ. თანამშრომელი. მეგობრობდა მოწინავე ქართვ. საზოგადო მოღვაწეებთან.
ლ. ურუშაძე