VIII. მედიცინა. ისტ. წყაროების მიხედვით, სამედ. ცოდნის მქონე პირები თში უმეტესად მეფეთა, ფეოდალთა კარზე და ეკლესიებთან არსებულ სამედ. კერებში მოღვაწეობდნენ. ფართოდ იყო გავრცელებული ხალხ. მედიცინა. დავით IV აღმაშენებლის დროს აგებული სასნეულოებისა და საავადმყოფოების მომარაგება წამლებით, სამედ. ინვენტარითა და საკვებით სამეფო ხაზინის ხარჯზე ხდებოდა. როგორც დავითის მემატიანე წერს, მეფე თავად შემოუვლიდა ხოლმე სასნეულოებს, ავადმყოფებს მოიკითხავდა, წყალობას გაიღებდა. იმჟამინდელი ქართ. სამედ. ხელნაწერები ადასტურებენ მკურნალების მომზადებისა და ცოდნის მაღალ დონეს.
უდიდესი ქართვ. ექიმისა და მოაზროვნის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის `სამკურნალო წიგნი – კარაბადინი” (XV ს.) ერთერთი მნიშვნელოვანი სამედ. ძეგლია. მასში განხილულია თეორ. და პრაქტ. მედიცინის საკითხები. მნიშვნელოვანი სამედ. ნაშრომია დავით XI-ის (დაუთხანის) `იადიგარ დაუდი” (XVI ს.). ამავე პერიოდის სამედ. საქმიანობისა და აზროვნების შესახებ საგულისხმო მასალას იძლევა ს.ს. ორბელიანის შემოქმედება. XVIII ს. II ნახევრიდან ვახტანგ VIსთან ერთად მოსკოვსა და პეტერბურგში წასული ახალგაზრდები ეუფლებოდნენ სამედ. განათლებას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. გრუზინოვი (ნამჩევაძე) – დიდი ქართვ. ანატომი და ფიზიოლოგი, რიც ითვლება ნეიროფიზიოლოგიის ერთერთ ფუძემდებლად მსოფლიოში. სამედ. საქმის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ერეკლე II, იგი ევროპიდანაც იწვევდა ექიმებს. 1740 გაიხსნა პირველი აფთიაქი (წამალხანა). რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ საქართველოში დამკვიდრდა რუს.ევრ. მედიცინის ტრადიციები, ხოლო მომდევნო წლებში – ჯანმრთელობის დაცვის რუს. სისტემა. შეიქმნა სამაზრო ექიმის თანამდებობა, საკარანტინო სამსახური და სხვ. 1803 თში ამოქმედდა პირველი ოფიც. ორგანო – საექიმო მმართველობა. იგი ხელმძღვანელობდა მოსახლეობის სამედ. მომსახურებას. გაიხსნა თის სამხ. ჰოსპიტალი, რიც ერთადერთი სტაციონარი იყო. 1811 დაარსდა `მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი”. ეპიდემიებთან ბრძოლის მიზნით ამავე წლიდან შემოიღეს საყოველთაო აცრები. 1820 გაიხსნა სამოქალაქო ტიპის პირველი სტაციონარი 12 საწოლზე. 1868 აშენდა და გაიხსნა 150 საწოლიანი საავადმყოფო, რთანაც 1872 შეიქმნა საფერშლო სკოლა. 1873 თ-ში დაარსდა პირველი სამეანოგინეკოლ. დაწესებულება, რიც ორი წლის შემდეგ გადაკეთდა ოლღას სახ. ამიერკავკ. სამეანო ინტად. 1889 გაიხსნა პასტერის სადგური, 1899 – სულით ავადმყოფთა თავშესაფარი (80 საწოლით). ამ პერიოდში თში იყო აგრეთვე ექიმ მ. გედევანიშვილისა და სხვათა კერძო სამკურნალოები. 1876 ქალაქში მუშაობდა 36 ექიმი და 237 საშ. მედმუშაკი, ხოლო 1913 ექიმთა რაოდენობა შეადგენდა 289 ს, საწოლთა რაოდენობა კი – 1478ს. საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ფუნქციონირებდა 45 საავადმყოფო (1200-მდე საწოლით). სამედ. მომსახურება ფასიანი იყო, მაგრამ მძიმე სოც.ეკონ. სიტუაციის გათვალისწინებით, დაწესებული იყო მნიშვნელოვანი მატერიალური შეღავათები. ოფიციალურად დაშვებული იყო კერძო სამედ. პრაქტიკა. უდიდეს მოვლენად იქცა თ-ის სახელმწ. უნტში სამკურნ. ფაკტის შექმნა. მის ბაზაზე 1930 დაარსდა სამედ. ინტი (იხ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა მთელი სამედ. დაწესებულებები. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამკურნ.პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ქსელი, ამაღლდა ექიმთა და საშ. სამედ. პერსონალის დონე. უკვე 1930თვის იყო 75 საავადმყოფო და 78 სხვადასხვა სახის სამკურნ.პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც მუშაობდა 1883 ექიმი და 1784 მედმუშაკი. შეიქმნა სამედ. პროფილის მრავალი სამეცნ.კვლ. დაწესებულება. 1961–65 თბილისში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მრავალ ჯანდაცვის ობიექტს. პოლიკლინიკური ქსელის განვითარებასთან ერთად განვითარდა ამბულატორიულპოლიკლინიკური დაწესებულებები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991) შემდეგ შეიქმნა ახ. საზ. ურთიერთობების ადეკვატური სამართლებრივი ბაზა; სამედ. დახმარების მნიშვნელოვანი წილი გადავიდა სადაზღვევო პრინციპებზე; მკვეთრად გაიმიჯნა სახელმწიფოს, დამქირავებლისა და ინდივიდის უფლებამოვალეობანი ჯანდაცვის სფეროში, გაჩნდა სადაზღვევო კომპანიები. 2012 სტაციონარები დაკომპლექტებული იყო 12,8 ათ. საწოლით, მუშაობდა 21,8 ათ. ექიმი, მ. შ. 1,3 ათ. სტომატოლოგი; საშ. სამედ. პერსონალის რაოდენობა შეადგენდა 17,9 ათასს. საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია `ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, 2013იდან ამოქმედდა მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვარეაბილიტაციაში დიდ როლს ასრულებს თბილისის კურორტების ჯგუფი. ლ. აბაშიძე. ს. ბაქრაძე.