ზაალიშვილი თენგიზ მალხაზის ძე

ზაალიშვილი თენგიზ მალხაზის ძე (დ. 18. VI.1949, თბილისი), ბიოქიმიკოსი. საქართველოს მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1997). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (2001). 1971 დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი, 1974–86 მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტში უმცროს და უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. 1986-იდან მუშაობს მოლეკულური ბიოლ. და ბიოლ. ფიზიკის ინ-ტში გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორ. გამგედ. 2000–06 იყო ამ ინ-ტის დირექტორი, 1996–2006 – თსსუ-ის ბიოქიმიის კათედრის და თსუ-ის უჯრედის და მოლეკულური ბიოლ. კათედრის პროფესორი. ზ-ის გამოკვლევები ეხება ეუკარიოტულ უჯრედებში ბირთვული მატრიქსის სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციისა და ადფ-რიბოზილირებით ცილების მოდიფიკაციის როლის შესწავლას. არის საქართვ. ბიოქიმიკოსთა ასოციაციის წევრი, მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი, სამეცნ. შრომების ავტორი.