ზ, ქართული ანბანის მეშვიდე ასო. მისი სახელია ზენი; გრაფ. სიმბოლო წინაენისმიერი ნაპრალოვანი მჟღერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა , ნუსხურში – ; ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს შვიდს (7). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ზედა სამ ხაზში თავსდება. ზ-ის გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.