ზაზაძე სიმონ პავლეს ძე

ზაზაძე სიმონ პავლეს ძე (დ. 1933, თურქეთი), ქართული კულტურის მოღვაწე თურქეთში. საქართვ. საპატიო მოქალაქე (1996). ბიზნესმენი და საზ. მოღვაწე. დაამთავრა სტამბოლის უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონში. 1962–82 ზ. მამასთან ერთად აფინანსებდა პარიზში გამომავალ „ბედი ქართლისას” ფრანგულენოვან გამოცემას. ისინი ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა ქართ. გამოცემებს, მ. შ. ჟურნალებს „ფიროსმანსა” და „ჩვენებურებს” (სტამბოლი). ვაჟიშვილთან ერთად არის თურქეთში 2000 დაარსებული თურქეთ-საქართველოს კულტ. და განათლების ფონდის საბჭოს წევრი, სტამბოლში მდებარე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის პატრონი. იგი 2006 ესტუმრა ისტ. სამშობლოს – სოფ. უდეს. არჩეულია ახალციხის საპატიო მოქალაქედ. არის აგრეთვე თსუ-ის, ბათუმისა და ქუთაისის უნ-ტების საპატიო დოქტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2007).