ზაიცევი ფილიპე ადამის ძე

ზაიცევი ფილიპე ადამის ძე [14 (26). III. 1877, კიევი, – 10.VI.1957, თბილისი], ენტომოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946), საკავშირო ენტომოლოგიის საზ-ბის საპატიო წევრი. საქართვ. მეცნ. აკად. ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1900 დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. 1911 ზ. საქართველოში გადმოვიდა და დაიწყო საქართველოსა და, საერთოდ, კავკ. ენტომოფაუნის კვლევა. 1920–28 იყო სას.-სამ. სასწავლებლების პროფესორი და თბილ. პოლიტექნიკური ინ-ტის სას.-სამ. ფაკ-ტის დეკანი, ხოლო შემდეგ – ამ ინ-ტის პრორექტორი და რექტორი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა თბილ. ბოტან. ბაღის ენტომოლოგიის კაბინეტი (1911), ყოფ. კავკ. მუზეუმის ენტომოლოგიის განყ-ბა (1917), სსრკ მეცნ. აკად. ზოოლოგიის ინ-ტის თავდაპირველად ამიერკავკ., ხოლო შემდეგ საქართვ. ფილიალის ზოოლოგიის სექტორი (1932). იგი 1941-იდან გადაკეთდა საქართვ. მეცნ. აკად. ზოოლოგიის ინ-ტად, რ-ის უცვლელი დირექტორიც თვითონ იყო გარდაცვალებამდე. ზ-ის ნაშრომებში გაშუქებულია თეორ. და პრაქტ. მნიშვნელობის მქონე მწერების ჯგუფების ფაუნის, სისტემატიკის, ეკოლ. და ზოოგეოგრ. საკითხები. პარალელურად იგი რედაქტორობდა მრავალ პერიოდულ გამოცემასა და ცალკეულ წიგნებს ენტომოლოგიის და ზოოლ. დარგში. მონაწილეობდა I და IV საერთაშ. კონგრესების მუშაობაში. საქართველოსა და ამიერკავკ. რესპუბლიკების შესაბამის ორგანიზაციებს კონსულტაციებს უწევდა მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებასა და პრაქტ. განხორციელებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: К фауне плодовых мух (пестрокрылок) Кавказа и сопредельных стран (diptera Trypetidae), {საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ზოოლოგიის ინ-ტის შრომები}, 1947, ტ. 7; Обзор кавказских представителей трибы შერიცინი (Coleoptera, Scarabaeidae), იქვე; Плавунцовые и вертячки. Монография, წგ.: Фауна СССР – Насекомые, т. 4, М.–Л., 1953.

ლიტ.: ფილიპე ზაიცევი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: გ. მგელაძე, მ. ბარკავა, მ. პატარაია, თბ., 1980.