„თბილისი” (სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპანია „თბილისი”), დაარსდა 1966 თბილისში, როგორც საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლოსამონტაჟო ტრესტი. 1993 გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად – სამშ.სამონტაჟო ფირმა „ლეჩხუმი”; 1996-იდან დაერქვა სააქციო საზ-ბა სამშ.სამონტაჟო ტრესტი „თბილისი”, 2001 კი – სააქციო საზ-ბა სამშ. კომპანია „თ.” მისი აქციები მთლიანად კერძო მფლობელობაში იყო. კომპანიას ჰქონდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო და საგარეოეკონ. ურთიერთობების სამსახური, აგრეთვე ფილიალები ბორჯომში, ხარაგაულში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში სამშ. და სპეც. სამუშაოთა წარმოებისათვის; ფლობდა სახელმწ. ლიცენზიას ყველა სახის სამშ.სამონტაჟო სამუშაოების პროექტირებასა და მშენებლობაზე, მ. შ. გზებისა და ხიდების, მაგისტრალური წყალსადენებისა და გაზსადენების, ელექტროსადგურების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, საზღვაო პორტების, რკინიგზებისა და სხვ. კომპანიას გააჩნდა მძლავრი საწარმოო (რკინაბეტონის, ასფალტბეტონის, მეტალოკონსტრუქციების ქნები მათში შემავალი სამსხვრევდამხარისხებელი, ხის დამმუშავებელი, მეტალოპლასტიკისა და ალუმინის ნაწარმის დამამზადებელი წარმოებებით თბილისსა და ფოთში), მექანიზაციისა (სპეც. სამშენებლო ტექნიკა) და ავტოტრანსპორტის ბაზები, აგრეთვე დიდი სასაწყობო მეურნეობა (თბილისში, ბათუმსა და ფოთში) რკინიგზის საკუთარი ჩიხებით, რ-ებიც ასრულებდნენ ნებისმიერი საპროექტო-საძიებო, სამშ.სამონტაჟო, სარეკონსტრუქტორო-სარემონტო, მოპირკეთების, სამხატვრო, ასფალტირების, ტერიტორიის მოწყობისა და სხვა სამუშაოებს. სამშ. კომპანია „თ-ს” საქართველოში აშენებული აქვს: საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები, სამრეწვ., სას.სამ., ჯანმრთელობის, კულტ., კავშირგაბმულობის, კომუნ., საოფისე და სხვა დანიშნულების ობიექტები, მ. შ. თბილისში – ლუდის ქნა „კასტელისაქართველო”, ფეხბურთის ფედერაციის ოფისი, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, რესტორანი „მაკდონალდსი” (კ. მარჯანიშვილის მოედანზე); მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული სომხეთის (სპიტაკი, ლენინაკანი) და დას. საქართველოს (საჩხერე, ჭიათურა) რ-ნებში სამშ.აღდგენით სამუშაოებში. ჩვენი ქვეყნის გარეთ მას აშენებული აქვს ქ. ბუდიონოვსკში (სტავროპოლის მხარე) რესპ. საავადმყოფო, ქ. ნალჩიკში (ყაბარდობალყარეთის აო) – ბ. კალმიკოვის სახ. სანატორიუმი, მოსკოვში – საქართვ. საელჩო; იქვე აღადგინა სასტუმრო და კულტ. ცენტრი, მონაწილეობდა აგრეთვე ქრისტემაცხოვრის ტაძრის კედლების მოპირკეთებაში. 1966–2004 სამშ. კომპანიამ საქართველოში ააშენა 3345 ობიექტი, რთა საერთო ღირებულება ლარით 920 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტია. კომპანიის უცხოელი პარტნიორები იყვნენ შპს „მორისონი” (ინგლისის სამშ. კომპანია) და სააქციო საზბა „მოსსპეცპრომსტროი” (რუსეთი). 2009-იდან კომპანია აღარ ფუნქციონირებს.