ზალდასტანიშვილი ნოდარ კონსტანტინეს ძე

ზალდასტანიშვილი ნოდარ კონსტანტინეს ძე (5. VI. 1931, თბილისი, – 2. III. 1997, იქვე), ინჟინერი კვების მრეწველობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1985), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1978), საქართვ. საინჟინრო აკად. წ.-კორ. (1992). 1954 დაამთავრა სპი. 1954–60 მუშაობდა სპი-ის კვების მრეწვ. საწარმოთა მოწყობილობების კათედრაზე. 1990-იდან იყო კვებისა და სამაცივრო საწარმოო მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგე. ზ-ის ძირითადი სამეცნ. მიმართულებაა კვების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ფხვიერი მასალების მექან. თეორ. და ექსპერ. კვლევა. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, რ-თაგან 70 გამოგონებაა. ყურძნის გადასამუშავებელი მაღალმწარმოებლური კომპლ.-მექანიზებული ხაზის შექმნისა და დანერგვისათვის 1981 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.

თხზ.: Основы расчета приемных бункеров винограда для заводов первичного виноделия, Тб., 1974.