ზამთარაძე შოთა ამბაკოს ძე

შ. ზამთარაძე 

ზამთარაძე შოთა ამბაკოს ძე (7. V. 1926, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 30. IV. 1993, ბათუმი), ფერმწერი. აჭარის არ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1955, პედაგოგი ა. ქუთათელაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1955-იდან. მისი შემოქმედების ძირითადი თემა იყო ქ. ბათუმი. ხატავდა პეიზაჟებს, პორტრეტებს, ჟანრულ კომპოზიციებს. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: „საღამო ბათუმის პორტში” (1956), „ბათუმელი თევზმჭერები” (1961), „სასიხარულო ცნობა” (1955), „დასვენება” (1964), „დიადი განთიადი” (1973), „ბათუმის ნავსადგურში” (1977), „წითელი წისქვილი” (1979) და სხვ.

ი. ქარაია