ზამლეთი

ზამლეთი, სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), ღორექეთის ქედის (მესხეთის ქედის სამხრ. განშტოება) სამხრ. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ბუთურაული, მომწვარი, მჭედლური, ნენია, ნიგაზეული, ფოთელაური, ფურტიო). ზ. დ. 800 მ, შუახევიდან 10 კმ. 217 მცხ. (2002).