ზანა

ზანა, სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდინარეებს ზანასა და ცივს შორის, სენაკი–ჩხოროწყუს საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ეწერი, საესებუო, სატყებუჩავო, საშურღაიო). ზ. დ. 160 მ, სენაკიდან 18 კმ. 271 მცხ. (2002). სოფელი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის ა. ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (XVII ს.).

თ. ბერაძე

დ. სვანიძე