ზანდარაკი

ზანდარაკი, რკინის ჯვარი, უღელტეხილი მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ეგრისის ქედის დას. ნაწილში, სიმაღლე 2758 მ. ზ-ის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ-კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ზ. აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხ. შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებს.

მ. უთმელიძე