ზანდუკლისხევი

ზანდუკლისხევი (ახლანდ. საკანაფოსხევი), მდინარე, ერთვის არაგვს სოფ. არანისთან. სახელწოდება მომდინარეობს აზნაურ ზანდუკელთა გვარიდან, რ-თაც რეზიდენცია ჰქონდათ სოფ. არანისში და წარმოშობით გუდამაყრის სოფ. ზანდუკიდან იყვნენ. ზ-ს ახსენებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბაზალეთ-არაგვისპირის აღწერისას. ჯ. გვასალია.