ზარა

ზარა, ძარა, მასისა და მოცულობის ერთეული, გავრცელებული იყო აღმ. საქართველოში. მოხსენიებულია XVIII ს. დასაწყისში „დასტურლამალში”. ზ-ს (ძარას) იყენებდნენ XVII ს-ში დას. საქართველოში, უდრიდა 25 ბათმანს (დაახლ. 200 კგ). იმერეთსა და ლეჩხუმში ზ. ახლა ჰქვია ურემზე დასადებ ყუთისმაგვარ მოწნულ ჭურჭელს.

ლიტ.: ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.