გრიგოლიში

გრიგოლიში, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის ვაკეზე, მდ. ჯუმის (ენგურის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 220 მ, ზუგდიდიდან 14 კმ. 797 მცხ. (2002).

გ-ის მიდამოებში XIX ს. გუმბათოვანი ეკლესიაა. შემონახულია XVIII ს. კოშკი.