ზარდალიშვილი ოთარ იუზას ძე

ზარდალიშვილი ოთარ იუზას ძე (8. IX. 1928, თბილისი, – 7. VIII. 2014, იქვე), აგროქიმიკოსი.საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1992). სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1980), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984). 1952 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1952–77 მუშაობდა საქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში აგროქიმიის განყ-ბის გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში. 1977–81 იყო აგროქიმიის მომსახურების საკავშ. ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორი, 1982–92 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგროქიმიის კათედრის გამგე. ზ-მა გამოიკვლია აზოტის მიმოქცევა საქართვ. მიწათმოქმედებაში, დასახა მისი რეგულირების გზები. შეისწავლა საქართვ. ნიადაგებში მიკროელემენტების შემცველობის კანონზომიერებანი, დაადგინა მიკროსასუქების გამოყენების პირობები. ავტორია 10 მონოგრაფიული და მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998). ზ. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. 1984-იდან იყო საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტის აგრონომიის ფაკ-ტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის აგროქიიმის განყ-ბის სრული პროფესორი.

თხზ.: აზოტის ბალანსი საქართველოს მიწათმოქმედებაში, თბ., 1977; მიწათმოქმედების ძირითადი კანონები და სასუქების გამოყენება, თბ., 1979; მიკროსასუქების გამოყენება საქართველოს მიწათმოქმედებაში, თბ., 1982 (თანაავტ. ი. ქართველიშვილი).