ზარდიანთკარი

ზარდიანთკარი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მერეთის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ჭარებულის (აძურის მარჯვ. შენაკადი; ლიახვის აუზი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 960 მ, გორიდან 28 კმ. 117 მცხ. (2002). სოფელში გამოვლენილია გვიანდ. ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანის გორანამოსახლარი. გორა (50მX20მ) დაყოფილია სამ ტერასად. ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ჯ. გვასალია