„ზარია ვოსტოკა”, ყოველდღიური რუსულენოვანი გაზეთი, საქ. კპ ცკ-ის, უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. გამოდიოდა 1922–91. თავდაპირველად იყო კავკ. ბიუროს, ამიერკავკ. ფედერაციის შექმნის შემდეგ კი – საოლქო კომიტეტის ორგანო, ფედერაციის გაუქმების შემდეგ – საქ. კპ. ცკ-ის ორგანო. გაზეთის პირველი რედაქტორები იყვნენ მ. ორახელაშვილი, ა. მიასნიკოვი. სხვადასხვა დროს რედაქტორობდნენ: მ. ლიფშიცი, ს. სეფი (ს. ფრაერმანი), ვ. გრიგორიანი, ნ. პავჩინსკი, ი. ჩხიკვიშვილი, ვ. ხომერიკი, შ. ყარყარაშვილი, ო. ქინქლაძე, ნ. ჩერქეზიშვილი, ა. იოსელიანი, ვ. კეშელავა. 1991-იდან გამოდის გაზ. „ვესტნიკ გრუზიის”, შემდეგ – „სვობოდნაია გრუზიას” სახელწოდებით.