გიორგი ხუცესმონაზონი

გ ი ო რ გ ი ხ უ ც ე ს მ ო ნ ა ზ ო ნ ი. შიომღვიმის ოთხთავი ფრაგმენტი. XII–XIII სს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თბილისი

გიორგი ხუცესმონაზონი, XII ს. დასასრ. და XIII ს. დასაწყ. კალიგრაფი.

მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში. გადაწერა შიომღვიმის ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H–1344) და ტიბიკონი (H–1349). ორივე წიგნი დაწერილია ნუსხურით, ლამაზი, გაწაფული ხელით. ოთხთავში ოთხი მახარებლის ოსტატურად შესრულებული სურათია ჩართული (ყავისფერსა და მომწვანო-ოქროსფერ ფონზე მხატვარს გამოყენებული აქვს კაშკაშა წითელი ფერი). განვითარებული სახის კამარები (სვეტისთავებით, ანტაბლემენტში ჩართული თაღებით, ჩიტებით, ყვავილებით, ჭაღებით და სხვ.) დახვეწილი და ფერადოვანია, უმთავრესია ლურჯი და ოქროსფერი, აქა-იქ სოსანიც. დაუდგენელია, მინიატიურებიც გ. ხ-ის შესრულებულია თუ არა.