არსენ ბულმაისიმისძე

არსენ ბულმაისიმისძე, XIII ს. I ნახ. სასულიერო მოღვაწე, კათოლიკოსი, მწერალი. ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერისძეებთან ერთად იღვწოდა საქართვ. სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის. ა. ბ. მეტწილად ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს ქმნიდა ქართ. და მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა და დღესასწაულთა სადიდებლად. მისი საგალობელი, რ-იც ეძღვნება ანტონ მარტყოფელის მიერ ედესიდან საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანას, გამსჭვალულია პატრ. სულისკვეთებით და მიზნად ისახავს მტერთაგან შევიწროებულ თანამემამულეთა გამხნევებას. ჩვენამდე მოღწეულია ა. ბ-ის თხზულებანი: ოთხთა თთუეთანი, საგალობელნი შიო მღვიმელისა, შიოს სვინაქსარული ცხოვრება, საგალობელნი ნინოსი, იამბიკო ღვთისმშობლისადმი.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

გ. მიქაძე