ალექსიძე ნელი ალექსანდრეს ასული (დ. 12. XII. 1921, თბილისი–6.XII. 2012, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1967).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1949. ნ. კანდელაკის კლასი), იქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას (1973-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1950-იდან. მისი ნამუშევრები კამერული სახიათისაა. უმთავრესად მუშაობს დაზგური ქანდაკების დარგში. ა-ის ძერწვის რეალისტური მანერა სადა და გამომსახველია.
მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ცეკვა ქართული“ (1951, თაბაშირი), „დაირიანი მოცეკვავე ქალი“ (1953, ფაიანსი, ორივე - საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), შადრევანი „სამაია“ (1957, ბრინჯაო, თბილისი, გაგრა. თანაავტორები თ. ჭყონია, გ. ძოწენიძე), დ. ბაქრაძის (1982, ბრინჯაო) და ე. კობერიძის (1965, მარმარილო, ორივე საქართვ. სურათების გალერეა) პორტრეტები. ი. გრიშაშვილის პორტრეტი (1966, ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი), ნ. ყიფშიძის პორტრეტი (1988, ბრინჯაო, თბილისი) და სხვ.