ბაიათი, ლირიკულ-სატრფიალო ხასიათის აღმოსავლური რომანს-სიმღერა. მღერიან ხმის მაღალ რეგისტრში. აქვს ფართო დიაპაზონის მელოდიური ქარგა, ელეგიური, სევდიანი, მღერადი ჰანგი. მდიდარია მელიზმებით. მღერიან უპირატესად აშუღები მუს. საკრავების (საზი, თარი, ქამანჩა) თანხლებით.
XVIII – XIX სს-ში ბ. გავრცელდა აღმ. საქართველოში, განსაკუთრებით – თბილისში, აქ მან ქართ. ქალაქური სასიმღერო ლირიკის გავლენა განიცადა. ქართ. ბ-ის ტიპური ნიმუშია „ორთავ თვალის სინათლევ“. საქართველოში ბ-ს ასრულებდნენ თბილისელი აშუღები: ჰაზირა, საგინაშვილი, ჭიპრ-დალაქიშვილი და სხვ.