ბახტაძე მიხეილ იოსების ძე (8. I. 1918, თბილისი), მოცეკვავე და ქორეოგრაფი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1951).
1938–54 იყო თბილისში პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებული ბავშვთა ხალხ. ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, იმავდროულად 1943–51 ‒ საქართვ. შრომითი რეზერვების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი, 1946-იდან ‒ ამიერკავკ. რკინიგზის სამმართველოს მხატვრული აღზრდისა და ტექ. პროპაგანდის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, 1948–51 საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის პედაგოგი ‒ასწავლიდა ქართ. ხალხ. ცეკვებს.
1949–56 თბილ. ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი. 1982-იდან საქართვ. რკინიგზელთა კულტურის სასახლის დირექტორი. მის მიერ დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია „საზეიმო სიუიტა“, „საკოლმეურნეო საზეიმო“, „დიდ შესვენებაზე“, „სკოლის ეზო“ და სხვ.
ბ-ის შემოქმედებამ გარკვეული როლი ითამაშა საქართვ. თვითმოქმედი ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში.
ა. თათარაძე