გაჩავა ნუგზარ მიხეილის ძე

გაჩავა ნუგზარ მიხეილის ძე (დ. 28. III. 1933, თბილისი), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მღვაწე (1979). 1957 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ბათ. ი. ჭავჭავაძის სახ. (1957–60), თბილ. სანკულტურის (1964–67), რუსთავის (1967–71) სახელმწ. დრამ. თეატრებში, აგრეთვე თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (1971–85). 1985 იყო რუსთავის სახელმწ. დრამ. თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1986-იდან იყო თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრის დირექტორი. მნიშვნელოვანი დადგმები: ბათ. თეატრში – ვ. კატაევის „წრის კვადრატურა“, ლ. შაროგრადსკის „ერთხელ გაზაფხულზე“, ვ. დიხოვიჩნისა და მ. სლობოდსკოის „200 ათასი“, რუსთავის თეატრში – მ. გორკის „ფსკერზე“, ა. ჩხაიძის „ხიდი“, ლ. ვასერმანისა და ჯ. დერიონის „ლამანჩელი“; მარჯანიშვილის თეატრში – ი. ბუკოვჩანის „მამლის ყივილამდე“, გ. ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“, ფ. დიურენმატის „რომულუს დიდი“. 1974 თბილ. თოჯინების სახელმწ. ქართ. თეატრში დადგა ზ. პოპრავსკის „ფისო თეთრა“. 1960-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოხელოვნ. ინ-ტში. არის ღირსების ორდენის მფლობელი.

შ. ცუცქირიძე