დუდუჩავა ალექსანდრე ივანეს ძე (1901, სოფ. საჭამიასერი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1937), კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე.
იყო ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორი, 1927–30 – თბილ. სამხატვრო აკად. რექტორი, 1928–30 – „სახკინმრეწვის" სამხატვრო-პოლიტ. საბჭოს თავ-რე, 1933 – საქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე, შემდეგ – თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის დირექტორი, თბილ. კონსერვ. რექტორი, ხოლო 1935–36 – შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ-ტის დირექტორი.
მის ნაშრომებში განხილულია ქართ. მწერლობის, ხელოვნ., ხუროთმოძღვრებისა და სხვ. საკითხები, ფორმალისტური სკოლების მხატვრულ- ესთეტ. პრინციპები. ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ქართული საბჭოთა დრამატურგია", „თანამედროვე ქართული მხატვრობა", „ესთეტიკური იდეალი ხელოვნებაში", "ვეფხისტყაოსნის ახალი ხელნაწერის შესახებ", „ფორმალიზმი ხელოვნებაში", "ცოტა რამ საოპერო ხელოვნების შესახებ" და სხვ.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
თხზ.: თეატრი და დრამატურგია, თბ., 1933; რჩეული წერილები, თბ., 1966.
დ. თევზაძე