კობახიძე თეიმურაზ ივანეს ძე (20. II. 1924, თბილისი, – 20. II. 1986, იქვე), პიანისტი, დირიჟორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). 1948 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით (პედ. თ. ჩარექიშვილი), 1962 კი – სადირიჟორო ფაკ-ტი. 1952–62 მუშაობდა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად. 1962–68 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, იმავდროულად – თბილ. მუსიკალური კომედიის თეატრის მთ. დირიჟორი; 1968-იდან (სიცოცხლის ბოლომდე) – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთ. დირიჟორი; 1972–86 – ქუთაისის სიმფ. ორკესტრის დირიჟორი. კ. დირიჟორობდა ქართულ და უცხოურ კლასიკურ ოპერებს (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“, ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“, ჟ. ოფენბახის „პერიკოლა“, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, ს. პროკოფიევის „სემიონ კოტკო“ და სხვ.); ბალეტებს (ს. ცინცაძის „პოემა“, ლ. მინკუსის „დონ-კიხოტი“, ბ. ასაფიევის „ბაღჩისარაის შადრევანი“, ბიზე- შჩედრინის „კარმენ-სუიტა“ და სხვ.) და მუს. კომედიებს (გ. ცაბაძის „ჩემი ქუჩა“; „ჩემი შეშლილი ძმა“, ა. კერესელიძის „ალუბლები ყვავიან“.
1986 ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს მიენიჭა თ. კობახიძის სახელი.
ლიტ.: ახმეტელი მ. თ. კობახიძე -70, „ხელოვნება“, 1998, №1–2; იამანიძე დ., თეიმურაზ კობახიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, „განზომილება“, 2010, №3(2).