მარგიანი ანზორ ვლადიმერის ძე (დ. 11. II. 1955, სოფ. მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2005), საქართვ. ეროვნ. და სოც. ურთიერთობათა აკადემიის ნამდვ. წევრი (2002). დაამთავრა მაიკოპის ავტოსატრანსპორტო ინ-ტი (1987), საქართვ. შსს აკადემია (1996). 1979–91 მუშაობდა საკავშირო, ხოლო 1992-იდან – საქართვ. შსს ორგანოებში. იყო პრეზიდენტის რწმუნებული დას. საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (1994–96); შსს საგზაო პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსი (1993–2000). 1992–93 და 2008 მონაწილეობდა საქართვ. ტერიტ. ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იყო აფხაზეთის არ-ის შს მინისტრი (2003–05). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993) და II ხარისხის ორდენებით (2003).
მ. გოგიტიძე