მელქისედეკი (ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე), პირველი გელათელი, გელათის პირველი ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით. მ. იყო იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510—65) პოლიტ. თანამებრძოლი დას. საქართვ. ერთ სამეფოდ გაერთიანებისათვის. მან გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში თავისი სახსრებით გააკეთებინა ქვის კანკელი, საკურთხეველში მღვდელმთავართა საჯდომი სკამი — „საყდარი“ და სამკვეთლოში ქვის მაგიდა — „ტრაპეზი“. ამ ტაძრის კედლებზე შემონახულია მ-ის მოღვაწეობის ამსახველი წარწერები და მისი პორტრეტი.
ლიტ.: დადიანი ნ., ცხოვრება ქართველთა, თბ., 1962; ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., გელათი, გამოც. მე-2, თბ., 1959.
ბ. ლომინაძე