მეთოდე

მეთოდე [ერისკაცობაში მეთოდე (მეთო) ნიკოლოზის ძე კუცია (ხუცია)], (1838, სოფ. სუჯუნა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, - 1838, მარტვილი), საზ. მოღვაწე, არქიმანდრიტი. ქუთაისის სას. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1860-1910 მოღვაწეობდა სუჯუნასა და მარტვილში. იყო სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის, შემდეგ კი მარტვილის ცნობილი მონასტრის წინამძღვარი, გურია-სამეგრელოს ეპარქიული საბჭოს წევრი. მ. აქტ. იღვწოდა საქართვ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ეწეოდა საგანმან. მოღვაწეობას. მისი თაოსნობით გაიხსნა რამდენიმე სამრევლო სკოლა სამეგრელოში. მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბასთან. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის მოწინავე მოღვაწეებთან - იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლთან და ა. შ.

ლ. ურუშაძე