მერმეროე

მერმეროე (ბერძნ. Μερμερόης, შუა სპარს. Mihr-Mihrōē ან Mihrmāh-rōy) (გ. 555), ირანელი სარდალი. მისი ცხოვრების ადრეულ ხანაზე არაფერია ცნობილი. ბიზანტიელი ავტორის აგათიას (VI ს.) ცნობით „იგი იყო უდიდესი გონების, სპრსელთა შორის გამოჩენილი, სამხედრო საქმეში გამოცდილი, ვაჟკაცური ხელის ადამიანი“. მ. პირველად 530 ირან-ბიზანტიის დაპირისპირებისას ჩნდება, როგორც ბიზანტიის სომხურ პროვინციებში შეჭრილი 30 000-კაციანი არმიის მეთაური. იგი დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია. 531 მ. მარტიროპოლისის ბიზანტიელთა სიმაგრის ასაღებად გაგზავნეს, მაგრამ დაზავება გადაწყდა და სპარსელებმა უკან დაიხიეს. 542 შაჰმა ხოსრო I-მა მ. ბიზანტიელთა ციხესიმაგრის, დარას ასაღებად გაგზავნა, მაგრამ დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.

ბიზანტიელ ავტორთა ცნობებით, მ. 549-იდან ჩანს ეგრისში. იგი ეგრისსი ბიზანტიელთა და ეგრისელთა მიერ ალყაშემორტყმული პეტრას ციხის დასახმარებლად წარგზავნილი ჯარის სარდლად დაინიშნა. აგათის თანახმად, ეგრისში მიმდინარე ომისას მ. იყო „ღრმად მოხუცი“ და ადრინდანვე ორივე ფეხით კოჭლი, არ შეეძლო ცხენზე ჯდომა, თუმცა ჯალამბარზე მწოლი გამოჩნდებოდა ხოლმე და შიშის ზარს სცემდა მტრებს.  მ-მ ეგრისში გვერდი აუარა ბიზანტიურ დაჯგუფებას და პეტრას ციხე ალყისაგან გაათავისუფლა, შემდეგ გარნიზონი 3000 ირანელი ჯარისკაცით გააძლიერა, მთელი სურსათი მეციხოვნეებს დაუტოვა. თავად ეგრისში, რადგან ჯარის სურსათით მომარაგება გართულდა, 5000 ჯარისკაცი დატოვა, დანარჩენი 25 000 კაცით კი სომხეთში გადავიდა და დვინთან დაბანაკდა. მომდევნო წელს ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა ირანელების დატოვებული ლაშქარი გაანადგურეს. ბიზანტიელთა სარდალმა სა პეტრას ალყა შემოარტყა. 551 გაზაფხულზე მ. ხელახლა გაემართა პეტრას გასათავისუფლებლად, მაგრამ ბესამ ციხის აღება მის მისვლამდე შეძლო. მ. ეგრისის დედაქალაქის არქეოპოლისისაკენ შემოტრიალდა. თავდაპირველად ფაზისის შესართავთან დაბანაკებული ბიზანტიელთა ძირითადი ჯარების განადგურება უნდოდა, მაგრამ ბიზანტიელები მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ. ამის შემდეგ მ-მ არქეოპოლისს შემოარტყა ალყა, თუმცა ბიზანტიელები ციხიდან გამოიჭრნენ და ირანელებმა 4000 ჯარისკაცი, სამი სარდალი და 4 დროშა დაკარგეს. მ-მ „მუხურისის ქვეყნისკენ“ დაიხია, შეაკეთა ქუთაისის ციხე და საზამთროდ აქ დაბანაკდა. ამით ლეჩხუმსა და სვანეთთან შემაერთებელი გზები შეკრა და ქუთაისის მახლობლად მდებარე უქიმერიონის ციხეში გამაგრებული ეგრისელების სურსათით მომარაგებაც გაართულა.

552 მ-მ ეგრისის მეფე გუბაზს წერილი მისწერა და შაჰის მორჩილება ურჩია. იმავდროულად ეგრისელთა სიმაგრეებს შეუტია, თუმცა ციხესთან, სადაც გუბაზი იყო შეფარებული, აგრეთვე წებელდის ციხესთან მარცხი განიცადა. 554 მ-მ თავი მოიავადმყოფა, მოადუნა ბიზანტიელთა ყურადღება და შეძლო მათი ჯარის უკუგდება ტელეფისის ციხიდან. მის განკარგულებაში არსებული ციხეები გაამაგრა და ოხირისში დაბრუნდა, სადაც ავად გახდა. 554 ზაფხულში ქართლში (მცხეთაში) გადავიდა და იქ გარდაიცვალა. იქვე დაკრძალეს მაზდეანური წესით.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებით, მ. ქართლ-ალბანეთის მარზპანის ფირან გუშნასპის ძმა იყო. გაქრისტიანებისათვის ფირანის სიკვდილით დასჯის (542) შემდეგ ხოსრო I-მა მ. ქართლ-ალბანეთის მარზპანად დანიშნა. ვ. გოილაძის მტკიცებით მ. და არვანდ გუშნასპი იდენტური პიროვნებები იყვნენ.

იხ. აგრეთვე ისის დიდი ოი 542–562 და ის ბძოლბი.

წყა: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.; გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; პროკოპი კესარიელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: გოილაძე ვ., მარზპანთა ინსტიტუტი. უმეფობის ხანის (537–555 წწ.) ქართლ-ალბანეთის მარზპანები. ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 2014. №7; ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968;  საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1979.

ვ. გოილაძ