დონცოვა ევგენია პავლეს ასული (19. XII. 1924, დონის როსტოვი, – 11. VIII. 2006, თბილისი), სცენოგრაფი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1950). ამავე წლიდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის მხატვარი იყო, 1964-იდან – მთ. მხატვარი. გააფორმა სპექტაკლები: ა. სერაფიმოვიჩის „რკინის ნიაღვარი" (1964), ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი" (1970), ვ. შუქშინის „ენერგიული ადამიანები" (1974), ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია" (1975), ა. ოსტროვსკის „უმზითვო" (1982), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი" (1974; ოდესის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრი); ა. არუთინიანის „საიათნოვა" (1973; აზერბ. მ. ფ. ახუნდოვის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრი) და სხვ.
დ. არქიტ. და ყოფითი დეტალების, ბუნებრივი გარემოს პირობით დეკორ. გააზრებით ქმნიდა მსუბუქ, ჰაეროვან სცენოგრაფიულ გარემოს.
ქ. კინწურაშვილი