"თამარის ეპიტაფია"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ქარ­თული ხალხური ლექსი, ზეპირსიტყვიერი ეპიტაფიის ნიმუში, დებოდა ფერხულის წესით. ლექსი პირველი პირით არის ნათქვამი ("თამარ დედოფალი ვიყავ, თავი ძირს აღარ დავიდე, ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემკენ მოვიგდე"...), მასში ოსტატურადაა გამოთქმული ხალხ. სიბრძნე; ამასთანავე, ხალხმა თამარის მოღვაწეობას ფანტასტიკური ელფერიც შემატა ("ქაჯებსა დავდე იჯარა, ისპაანს ხარჯი ავიღე"...).

"თ. ე." გავრცელებულია სა­ქართვე­ლოს თითქმის ყველა კუთხეში; ვარიანტებს შორის არ არის არსებითი განსხვავება.

ლიტ.: კ ო ტ ე ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი ვ., ხალხური პოეზია, ქუთ., 1934; ქარ­თუ­ლი ხალხური საისტორიო სიტყვიერება. ტექსტი მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ქ. სიხარულიძემ, I, თბ., 1961; ც ა ი ­შ ვ ი ­ლ ი ს., თამარ მეფე ხალხურ სიტყვიერებაში, თბ., 1943.

ჯ. ბარდაველიძე