"თამარ ქალი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

საყოფაცხოვრებო შინაარსის ქარ­თუ­ლი (რაჭული) ხალხური საფერხულო ცეკვა. ასახავს ჩერქეზების მიერ რაჭველი ქალის, თამარის მოტაცების ამბავს. ქალისათვის შეუფერებელი ძალ-ღონე და წონა, რი­თაც გამოირჩეოდა მოტაცებული, ცეკვას სახუმარო ხასიათს აძლევს. ფერხული სრულდება ქალ-ვაჟთა შერეული ჯგუფის მიერ ორპირული სამხმიანი სიმღერით. მუს. ზომა 3/4.

ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე ა., ქარ­თუ­ლი ცეკვის განმარტებანი, თბ., 1986. ა. თათარაძე.