"თანამედროვე მედიცინა",

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ქარ­თუ­ლი სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალი, რ-საც 1924-იდან გამოსცემდა თსუ-ის სამედ. ფაკ-ტის უმც. მასწავლებელთა კოლეგიუმი (სარედაქციო კოლეგია: შ. მიქელაძე, პ. ქავთარაძე, მ. მგალობლი­­ შვი­ლი, ზ. მაისურაძე, ნ. ყიფშიძე). ჟურნალში ქვეყნდებოდა სტატიები თეორ. და პრაქტ. მედ. საკითხებზე; მიმოხილვები, კორესპონდენციები, რეფერატები, ბიბლიოგრაფიები; სამედ.-სამეცნ. საზოგადოებათა სამეცნ. კონფერენციებისა და ექსპედიციების საქმიანობის ანგარიშები და ქრონიკები. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ თბილ. სა­ხელმწ. უნ-ტის სამედიცინო ფაკტის პროფესორები, ასისტენტები, ორდინატორები, თბი­ლისსა და პერიფერიებში მომუშავე პრაქტიკოსი ექიმები.

1929-იდან ჟურნალს გამოსცემდა უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი, ხოლო 1931 ჟურნალი სამედ. ინ-ტის ორგანო გახდა. სხვა­და­სხვა დროს რედკოლეგიაში შედიოდნენ პროფესორები: ა. ნათი­შვი­ლი, ვ. ჟღენტი, შ. მიქელაძე.

1934-მდე გამოვიდა "თ. მ-ის" 66 ნომერი, შემდეგ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

2007 ფარმაცევტული კომპანია 'ჯიპისის" ხელშეწყობით განახლ და ახ. ­ქართ. სამედ.-პრაქტ. ჟურნ. "თანამედროვე მედიცინის" გამოცემა (მთ. რედაქტორი – დ. ჯიქია). 2010 შეწყდა ჟურნალის ბეჭდური ვერსიის გამოცემა. 2010 წლის 23 თებერვალს დაარსდა ჟურნალის საიტი (წწწ. მოდერნპუბლისჰინგ. გე), სადაც განთავსდა ჟურნალის ყველა ნომრის ელექტრონული ვერსია (სულ 16 ნომერი).