"ილიონი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ყოველთვიური მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1922–23 თბილისში. გამოსცემდა "ილიონის" მწერალ­­ თა ჯგუფი. გა­მო­ვი­და: 1922 – NN1, 2, 3; 1923 – #4. ჟურნალში იბეჭ­დებოდა კ. გამსახურდიას, ვ. გორ­გაძის, დ. აგლაძის, ა. ჭუმბაძის, ს. ფაშალი­შვილისა და სხვათა ­მხატვრული ნაწარმოებები, პუბლიცისტიკა, ლიტ. და ბიბლიოგრაფიული სტატიები (რედ. კ. გამსახურდია).

ი. ლორთქიფანიძე.