"იმა მთაზედა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(სხვა ვარიანტით – "ია მთაზედა"), ქართული ხალ­ხუ­რი სასიმღერო შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნიმუში. არსებობს ამ საფერხულო ბალადის სიტყვიერი ტექსტის ქარ­თლური, კახური, ფშაური, მთიულური და რაჭული ვარიანტები. შეიცავს მითოლ. და საწესო ელე­მენ­ტებს. ძირითადი მოტივია ირემზე ნადირობისას სიმამრის მიერ სასიძოს განგმირვა, მამისა და ქალი­შვილის დიალოგი, მამის შეჩვენება ­შვილის მიერ და მოკლული საქმროს საძებნელად წასვლა. სრულყოფილი სა­ხით (ჰანგით) მხო­ლოდ ქართლსა და მესხეთში შემორჩა.

ლიტ.: მ ა ღ რ ა ძ ე ვ., ქართული (მესხური) ხალ­ხუ­რი სიმღერები, თბ., 1987; ჩ ი ჯ ა ვ ა ძ ე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცი­რე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009; ჩ ხ ი კ ­ ვ ა ძ ე გ., ქართული ხალ­ხუ­რი სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960.