"იმედი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

1. ქარ­თვე­ლი ხალხოსნების ყოველთვიური ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1881 იანვრიდან 1883 მარტამდე. სულ დაიბეჭდა 27 ნომერი 20 წიგნად. "ი." განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გლეხობის ყოფა-ცხოვრების ასახვას თანამედროვეობასა და ისტ. წარსულში, მოითხოვდა აგრ. საკითხების გადაწყვეტას სა­ხელმწი­ფო­ებ­რი­ვი სისტემის შეცვლის საფუძველზე. ჟურნალი მკვეთრად გაემიჯნა იმჟამინდელ ლი­ბე­რალურ შეხედულებებს – იბეჭ­დე­ბოდა მ. ასათიანის, ს. ჭრელა­შვი­ლის, მ. გურგენიძის, ა. ფურცე­ლაძისა და სხვათა წერილები; აგრეთვე ს. მგა­ლობლი­შვი­ლის, ზ. გულისა­­ შვი­ლისა და სხვა­თა მოთხრობები; ვაჟა-ფშაველას ადრინდ. შემოქმედების ნიმუშები; დ. აბდუშელი­­ შვი­ლის ბიბლიოგრაფიები (რედ.გამომცემელი – მ. გურგენიძე).

ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 1986; ხ უ ნ დ ა ძ ე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტ. 11, ტფ., 1927; ჯ ო რ ჯ ა ძ ე ა., წერილები, თბ., 1989.

ს. ხუცი­შვი­ლი.



2. ყოველთვიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მი­მართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1908 გაზ. "ეკალის" ნაცვლად. სულ გა­მო­ვი­და 14 ნომე­რი (რედ.-გამომცემელი – ი. გაჩეჩილაძე). გაზეთში სხვა მასალებთან ერთად დაბეჭდილია ლ. ტოლსტოის ზოგიერთი მოთხრობა და სტატიები. დაიხურა თბილ. გენ.გუბერნატორის განკარგულებით.

ი. ლორთქიფანიძე.



3. შპს "ტელეიმედი", ტელეკომპანია. დაარსდა 2001, მაუწყებლობს 2003 წ. 15 მარტიდან (დამფუძნებელი – ჰოლდინგი ს. ს. "ი-მედია" ბ. პატარკაცი­შვი­ლის ხელმ­ძღვა­ნელო­ბით).

ტელეკომპანიის ტექ. ხარისხს უზ­რუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ "On – Air Systems" "ი-ის" მაუწყებლობისათვის დაამონტაჟა ავტომატიზებული სის­ტემა, ფირმა "Rhoda Schwarz" კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუ­ნავს.

"ი-ს" კონსულტაციას უწევდნენ ჟურნალისტები: ვ. პოზნერი და კ. ლეგატი, ამერ. საკონსულტაციო კომპანია "Quadrant Entertaiment Group" და ნორვეგიული კომპანია "Teleplan".

სა­ქარ­თვე­ლოს ძნელადმისადგომმა რეგიონებმა სატელევიზიო სიგნალი პირველად "ი-ის" მეშვეობით მიიღეს. 2004 "ი." ოლიმპიური თამაშების ექს­კლუ­ზიუ­რი მომწოდებელი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტერიტორიაზე. მაუწყებლობს 24-საათიან რეჟიმში. მის გადაცემათა ბადეში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საინფორმაციო და მუსიკალურ-გასართობ პრო­გრამებს, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს, თოქ- შოუებს. 2007 წ. 7 ნო­ემბერს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართვ. ხელისუფლებამ ტელეკომპანიის საქმიანობა ძალადობრივი მეთოდით დროებით შეაჩერა. ამჟამად ტელეკომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას.