"იონი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მანქანათმშენებლობის საწარმო. დაარსდა 1970 წ. 6 იანვარს ზესტაფონის რნის (ახლანდ. მუნიციპალიტეტი) სადგურ სვირის ტერიტორიაზე, როგორც თბილ. ელექ­ტრონულიონური ტექნოლოგიის სამეცნ.კვლ. ინ-ტის ზესტაფონის საცდელი წარმოება – იმ დროისა­თვის ამ პროფილის ერთადერთი ქ-ნა სსრ კავშირში. ინ-ტის დამაარსებელი და პირველი დი­რექტორი იყო სა­ქართვ. დამს. ინჟინერი და რაციონალიზატორი გ. პ. სამხარაძე. 1988 წ. 1 იანვარს საწარმო შეუერთდა შორაპნის სა­მეცნ.საწარმოო კომპლექსს "მარსს", 1991 კი ­კვლავ გამოეყო დამოუკიდებელ წარმოებად შეცვლილი სახელწოდებით – "ზესტაფონის ელექტრომექანიკური ქარხანა". 1994 ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა, "ი." საწარმო ძირითადად ორიენტირებული იყო ელექტრონულ-იონური ტექნოლ. პროდუქციისა და ელექტრომოწყო­ბილობების დამზადებაზე. ელექ­ტრონულ-იონური ტექნოლ. პრო­დუქციიდან იგი უშვებდა მაღალი ძაბვის ნახევარგამტარულ გარდამქნელებს, მაღალი ძაბვის კაჟბადიან გამმართველებს, ასევე პოლიმერული დაფარვის მქონე ავტომატიზებული ხაზების სხვადა­სხვა მოდელს და სხვ. პროდუქცია მიეწოდებოდა საბჭ. კავ­ში­რის რესპუბლიკებს და გამოიყენებოდა სამრეწვ. საწარმოებში სხვა­და­სხვა დანიშნულებით. შემდგომში სააქციო საზ-ბამ აგრეთვე აითვისა დროსელ-ტრანსფორმატორების, ზეთიანი და სა­ხა­ზო ტრანსფორმატორების, ორ- და სამსადენიანი ზღუდარების გამოშვება, რ-ებიც ძირითადად წარმოადგენს მაკომპლექტებელ მო­წყო­ბილობას რკინიგზის მაგისტრალების ავტობლოკირებისა და სიგნალიზაციის კომუნიკაციებისათვის. ქ-ნა ასევე უშვებდა ფართო მოხმარების ელექ­ტროსაქონლის ავტოტრანსფორმატორებს, აკუმულატორების ძაბვის გარდამქმნელებს (12/220ვ) და მის სამუხტ მო­წყო­ბილობებს. 2000–10 საწარმომ აითვისა ახ. პროდუქცია – კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები კტპ და გკტპ, ელექტროენერ­გი­ის აღრიცხვის კვანძები.


XX ს. 90-იან წლებში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშ. გამოფენაზე საწარმოს მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ, კერძოდ, მაღალი ძაბვის გამმართველმა, მიიღო უმაღლესი შეფასება და მედალი.

ი. თუთარა­შვი­ლი.