"კავკასიონი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

1. ქარ­თული ყოველთვიური ჟურნალი, სა­ქარ­თვე­ლოს მწერალთა კავშირის ორგანო, გა­მოდიოდა თბილისში 1924. გამოვიდა 4 ნომერი; თანამშრომლობდნენ: კ. მაყა­შვი­ლი, ი. გრიშა­შვი­ლი, ს. შანშია­შვი­ლი, ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, დ. კლდია­შვი­ლი, ს. აბაშელი, კ. ჭიჭინაძე, ა. არსენი­შვი­ლი, ს. ცირეკიძე, ვ. გაფრინდა­შვი­ლი, ნ. ლორთქიფანიძე, კ. მარჯანი­შვი­ლი, ი. ნიკოლაძე, გ. ვ. წერეთელი და სხვ. გამომცემელი – მწერალთა კავშირის საბჭო; რედაქტორი – პ. ინგოროყვა. 1925-იდან ჟურნალი გამოდიოდა "ახა­ლი კავ­კა­სი­ო­ნის" სახელწოდებით.

ი. ლორთქიფანიძე.


2. ჟურნალი, ხელოვნებისა და მეცნიერების ყოველთვიური კრებული, ქართველ სტუდენტთა ეროვნული გაერთიანებითიანებისა და ქართველ მწერალთა ერთობლივი გამოცემა. გამოდიოდა 1929–86 პარიზში. სხვადა­სხვა დროს რედაქტორობდნენ ვ. ნოზაძე, გ. ყიფიანი, ე. პაპავა, ა. და თ. პაპავები, ი. მანწკა­ვა. ჟურნალის მხა­ტვა­რი იყო მ. ბილანი­შვი­ლი. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ: ს. ­ბერეჟიანი, ე. თაყაი­შვი­ლი, ვ. ნოზაძე, შ. ამირეჯიბი, რ. არსენიძე, ა. ცომაია, მ. ხუნდაძე, რ. ივანიცკი-ინგილო. მრავალი მათგანი ფსევდონიმითაც იბეჭდებოდა. მრავალფეროვანია ჟურნალში დაბეჭდილი სტატიების ჟანრობრივი თემატიკა. იგი მოიცავს სა­ქართვ. ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკის, გეოპოლიტიკის, საერთაშ. სამართლის საკითხებს. ჟურნალის ნომრები ინახება გ. შარაძის კერძო კოლექციაში, ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. თსუ-ის ქარ­თული ემიგრაციის მუზეუმში.

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., ქარ­თული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 3, თბ., 2003.

თ. დოლიძე.