"კამპა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
სავაჭრო ნიშანი.

(შპს), უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთერთი წამყვანი კომპანია სა­ქართვე­ლო­ში. დაარსდა 2008, ხოლო პირველი პროდუქცია გამოუშვა 2009 დეკემბერში. საწარმო მდებარეობს საგურამოში, აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით. კომპანია აწარმოებს მსოფლიო სტანდარტების 20-მდე დასახელების ნატურალურ წვენსა და ნექტარს, აგრეთვე ცივ ჩაის, რ-ებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ხილისა და სასარგებლო მინერალების შემცველი ნატახტრის წყლისაგან, რაც განაპირობებს პროდუქციის მაღალ ხარისხს. იგი არ შეიცავს ემულგატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, ძირითადად, შემოდის მსოფლიოს სხვა­და­სხვა ქვეყნიდან (აშშ, ბრაზილია, იტალია და ჩინეთი), ნაწილობრივ გამოიყენება ადგილობრივი ხილი (ქაცვი, ასკილი). პროდუქცია ჩამოისხმება თეტრა პაკის 1- და 0,2-ლიტრიან ჭურჭელში. მისი რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე გადის საზღვარგარეთ (დუბაი, რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი).


"კ-ს" მიღებული აქვს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშ. სერტიფიკატები: ISO 9001, HACCP (2010) და ISO 22000 (2014).

ლ. აბრამი­შვი­ლი.